
By
ალენ ბერსე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, „როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ. ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება“.
მისივე თქმით: „საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტში ყოფნას და ყოველთვის ერთად მუშაობას“, – განაცხადა ალან ბერსემ.