ამერიკის გზავნილი ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ
By

ამერიკის გზავნილი ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ

 

ნატოში აშშ-ის ელჩის მეთიუ უიტეკერის განცხადებით,  მეორადი სანქციებისა და ტარიფების დაწესება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. მისი თქმით, მეორადი სანქციები რუსეთისთვის მტკივნეული იქნება.
„ეს მათ ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყამს, მათ მთავარ შემოსავლის წყაროზე, რაც ამ ქვეყნებზე ნავთობის გაყიდვაა“, – აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო, ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს გაზრდის.
„ინდოეთი რუსულ ნავთობს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს დიდი მოგების სანაცვლოდ ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ, ამიტომ მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ  ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
„ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტის გამო აშშ-სა და ევროკავშირის სამიზნე უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახდა. ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრადიციული მიწოდების წყაროები ევროპისკენ გადაერთო. ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია“, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში. სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის მიერ „ნავთობის იმპორტი მიზნად ისახავს ინდოელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას და ეს გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით გამოწვეულ აუცილებლობას წარმოადგენს“.

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *