ანაკლიის პორტის პროექტი გაიაფდა, მშენებლობა შემცირებული ხარჯებით განახლდება
By

ანაკლიის პორტის პროექტი გაიაფდა, მშენებლობა შემცირებული ხარჯებით განახლდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად, მათ შორის, ზედამხედველ კომპანიასთან, პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა, უახლოეს დღეებში სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში აქტიურად განახლდეს უკვე შემცირებული ბიუჯეტით.
პრემიერის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ოპტიმიზაცია რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, გადაიხედა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებისა და ტალღამტეხის მოწყობის ხელშეკრულებებიც.

„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 52 ნახევარი მილიონი დოლარი დაუზოგა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *