By
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა – ევროპის ჩემპიონები
დიდ წარმატებას მიაღწიეს ინგლისის ქალაქ შეფილდში ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ – ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს წარმომადგენლები მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა. ორი დისციპლინის ჯამში მათ 215.76 ქულა მოაგროვეს, ყველასთვის მიუწვდომელი გახდნენ და ოქროს მედლები და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ წარმატებით გამოდის ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძე, რომელმაც მამაკაცთა შორის ერთეულებში მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა. ნიკა თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.
მანანა ძიძიშვილი