ანა დოლიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია
By

ანა დოლიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია

 

ანა დოლიძე არჩევნებში მონაწილეობას გაუმართლებლად მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა ბრიფინგზე გააკეთა.
დოლიძის თქმით, სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს მიზანი, რაზეც კონცენტრირდებიან.
„დღეს ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ სერიოზული ვითარება. მთავარი საკითხი, რომელზეც გაქვთ ინტერესი, არის, მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ და მე, ანა დოლიძე მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ეძახის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მინდა, პირველ რიგში, აქედან მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან და მედგრად დგანან. იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი არჩევნები არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია, სასამართლო კლანი, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში გამართლებული არ მგონია საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა მსხვერპლშეწირვაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *