ანა წითლიძე: რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს
By

ანა წითლიძე: რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ  ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას როდესაც მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, ქუჩაში გამოსვლით, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს.
„მე ყველგან ვამბობ და გავიმეორებ, რომ რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დაემხოს, რუსი ოლიგარქი უნდა დაემხოს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს, ვგულისხმობთ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, რომ ხელისუფლება როდესაც არ წარმოადგენს ხალხს და მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, ქუჩაში გამოსვლით, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს. მე პირადად ამ ინიციატივას, ცხადია, მხარს ვუჭერ. რაც შეეხება მაგალითებს, 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ ისე მოხდა, რომ ერთი ადამიანიც კი არ დაშავებულა, მამუკა მდინარაძეს შეუძლია, ეს გაიხსენოს. ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ნებისმიერი თარიღი, იქნება ეს 4 ოქტომბერი, 10 ოქტომბერი, 19 სექტემბერი და ა.შ. ნებისმიერ აქციაზე, რომელიც იქნება მშვიდობიანი წინააღმდეგობა რეჟიმის ჩამოსაშლელად, ჩვენ ყველგან ვიქნებით ამ აქციებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი  დამხობის დღედ“.

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *