ანგარიშები მოისმინეს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ა(ა)იპ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ გასული წლის პროგრამების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
2025 წელს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა 65 ღონისძიება განახორციელა. ანგარიში სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ წარადგინა.
ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა აიშე თებიძემ თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ 14-ვე საბავშვო ბაღს ნორმალური მატერიალური ბაზა აქვს, დასაქმებული პერსონალი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. გამართული მუშაობისა და განხორციელებული პროგრამების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
-საკრებულოს სხდომებზე გაგრძელდება მერიის სხვა სამსახურებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ.
გალერეა
