By
ანდრეი სიბიგა: რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უკრაინის დნიპროს რეგიონში რუსეთის მიერ ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.
„არანაირი სამხედრო სამიზნე – მხოლოდ შრომისმოყვარე მამაკაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რუსეთმა ამ და სხვა დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.
„პასუხისმგებლობა აუცილებელია სამართლიანი მშვიდობისთვის“, – დასძინა სიბიგამ.
ცნობისთვის, გუშინ დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 მაღაროელი დაიღუპა.