ანდრეი სიბიგა – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას კიდევ სამი ქვეყანა უერთდება
By

ანდრეი სიბიგა – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას კიდევ სამი ქვეყანა უერთდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიდევ სამმა ქვეყანამ – გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და მოლდოვამ დაადასტურეს მზადყოფნა, შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ეხება.

უკრაინული მედიის ცნობით.სიბიგამ ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ევროპის საბჭოს 13 წევრი სახელმწიფო და ერთი არაწევრი ქვეყანა, უკვე მზადაა, შეთანხმებას შეუერთდეს.

„გაცილებით ფართო მონაწილეთა სპექტრს ველოდით. 16 მხოლოდ კანონიერი მინიმუმია. მოვუწოდებ ყველა კოლეგას, აქტიურად იმუშაონ სახელმწიფოების ამ სიის გაფართოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში დამატებითი განცხადებები გაკეთდება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

 

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *