
ანკარა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა
თურქულმა ავიაკომპანია „AJET“-მა ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. საზეიმო ცერემონია ქ. ანკარის ესენბოღას აეროპორტში გაიმართა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია და „AJET“-ის გენერალური დირექტორი ქერემ სარფი დაესწრნენ.
„AJET“-ის გენერალური დირექტორის მიწვევით, პირველი რეისით, საპატიო სტუმრის სტატუსით, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ იმგზავრა.
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები რეგულარულ რეჟიმში, კვირაში ოთხჯერ, ქ. ანკარას ესენბოღას აეროპორტიდან შესრულდება, რაც ორ ქვეყანას შორის როგორც ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას, ისე სამედიცინო ტურიზმისა და ზოგადად, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
გალერეა
