19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
By

ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროევროპული აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელიას, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას

გასული წლის 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

„რა წლებიც არ უნდა მომისაჯოთ, მაგას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი. ჩემი საქმე არის შეკერილი – ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო. მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ. ერთ რამეს გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს“, – თქვა ანრი კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებისას. ცნობისთვის, კვარაცხელიას საქმეში არ არის პოლიციელი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაზიანდა, მაგრამ არის გდდ-ის ორი თანამშრომელი, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ. მათ განაცხადეს, რომ არ მოხვედრიათ „მოლოტოვის კოქტეილი“ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.

გამოკითხვის ოქმის მიხედვით, „ანრი კვარაცხელიამ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი“. ანრი კვარაცხელიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ადვოკატი არ ახლდა.

კვარაცხელია გასული წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

 

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *