
ანსამბლ „მარეთმა“ ბეიქოზის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა
6-7 ივლისს, სტამბოლში, ბეიქოზის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ფესტივალის ერთ-ერთი დღე, „საქართველოს დღედ“ გამოცხადდა და სრულად დაეთმო ქართული შემოქმედებითი ჯგუფების შთამბეჭდავ წარმოდგენებს. სცენაზე სამი ქართული ანსამბლი წარსდგა და როგორც მაყურებელთა, ასევე ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსის ფარგლებში პირველი ადგილი ქალაქ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლასთან არსებულ ანსამბლმა „მარეთმა“ მოიპოვა.
ღონისძიებას საქართველოს გენერალური საკონსულოს კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, ბეიქოზის მერის მოადგილე, სტამბოლის მერიის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე, თურქეთის ფოლკლორული ცეკვების ფედერაციისა და ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ.
ნანა აბულაძე
გალერეა


