არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
By

არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *