
არტერიული ჰიპერტენზია – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა
ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის რეპუბლიკურ კლინიკურ ჰოსპიტალში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების წარმომადგენელი, პროფესორი ბეჟან წინამძღვრიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი დალი ტრაპაიძე. შეხვედრაზე მიმოიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა და საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის მართვის სურათი, MMM შედეგები.
კონფერენციის პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩატარდა ჰიპერტენზიის, C და B ჰეპატიტის, შიდსის და ძუძუს კიბოს სკრინინგი.
კონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით გაიმართა.
გალერეა

