
By
არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა
გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა. წელს ექსპედიციის მიზანი ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში გამოვლენილი რომაული პერიოდის ორი მონუმენტური ნაგებობის შესწავლა იყო. სააგენტოს ინფორმაციით, მუშაობის პროცესში დადგინდა, რომ ახ.წ. მე-III საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარ მიწისძვრას ორივე ნაგებობა საკმაოდ დაუზიანებია და საუკუნის დასასრულს კვლავ აღუდგენიათ. ნაგებობები სამეურნეო ხასიათისაა. მათ შიდა სივრცეებში ძირითადად, სამზარეულო და სატრანზიტო ჭურჭელი: ქოთნები, დოქები, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკა, მინის ნაწარმი და ა.შ., გამოვლინდა, რომლებიც ახ.წ.II-III საუკუნეებით თარიღდება.
გალერეა

