
By
„არჩევნები არის ის გზა, რა გზასაც ჩვენ ვირჩევთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის“
თვითმმართველობის არჩევნები კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებით, მის პარტიას არჩევნებში მონაწილეობაზე ხელს ვერავინ შეუშლის. „არჩევნები არის ის გზა, რა გზასაც ჩვენ ვირჩევთ და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის – ვერანაირი ოპოზიციის, ოპოზიციაში მყოფი პარტიები თუ სხვა ძალები“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, გახარიას გუნდსა და „ლელო – ძლიერ საქართველოს“ შორის უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები.
„კოალიცია „ლელო – ძლიერ საქართველოს“ შორის ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები სამუშაო რეჟიმში, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეეხება კანდიდატებზე შეთანხმების საკითხს“, – აღნიშნა შარაშიძემ.