არჩევნები 2020 – პირველი განცხადებები უსკო-ში
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 – დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს და აჭარაში მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს ირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგისტრირებულია 3 526 023 ამომრჩეველი, მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი. გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. რაც შეეხება აჭარას, აქ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს, სამივე ოლქში, 314 889 ამომრჩეველი. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებს 22 პოლიტიკური სუბიექტი – 21 პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი, ასევე 46 მაჟორიტარობის კანდიდატი. უბნების გახსნის შესახებ პირველი განცხადებები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაკეთდა. -არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ, უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა დილის 7 საათზე, ჩატარდა წილისყრის პროცედურები და 8 საათიდან დაიწყო ხმის მიცემა. აჭარის მასშტაბით, უკვე გახსნილია 373 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი სპეცუბანი სასჯელაღსრულების მე3 დაწესებულებაში. სტაციონალურ-სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის 24 საარჩევნო უბანია აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში. ეს 24 სპეცუბანი მოემსახურება 4 048 ამომრჩეველს 70 გადასატანი ყუთის საშუალებით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარის მასშტაბით, შეადგენს 314 889 ამომრჩეველს. აღნიშნულ სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო გადასატანი ყუთების საშუალებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საარჩევნო უბნებზე საარჩევნოო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე სპეციალური ჯგუფების მიერ. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური სუბიქტი. მათ შორის 21 პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი, ასევე 46 მაჟორიტარობის კანდიდატი. საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენი დახვდება – ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისათვის, ხოლო მწვანე და ყვითელი – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტურული და პროპორციული არჩევნებისათვის. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის ხელმსაწვდომი და საჯაროა ბიულეტენის შევსების წესი. მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისიწნებულია ვირუსის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება, – განაცხადა უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნესტან ნაკაშიძემ.]]>