
არჩილ ჩიქოვანი სტუდენტებს შეხვდა
ქალაქის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი თავდგირიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.
,,შეხვედრისას ახალგაზრდებს გავაცანი ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბათუმის ურბანულ, ეკონომიკურ და ტურისტულ წინსვლას ემსახურება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქალაქი გადაიქცეს რეგიონულ ტურისტულ ჰაბად და რა დიდ როლს თამაშობს ბათუმის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი ამ მიზნის მიღწევაში.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, რომ ბათუმი სტარტაპ დედაქალაქად ჩამოყალიბდეს. ასევე ვისაუბრეთ მდგრად ტურიზმზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
ბათუმის მერმა დიდი მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო დიალოგისათვის და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს – შეხვედრის ინიციატივისთვის.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა -ის საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტია ჩართული.
გამოფენა მიმდინარე წლის 9-11 მაისს გაიმართება.