19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ატლასის ლენტებით შექმნილი ფერადი სამყარო
By

ატლასის ლენტებით შექმნილი ფერადი სამყარო

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

ნაია გვიმრაძე პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია, 7 წელი სკოლაშიც იმუშავა. როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობიდან ქსოვდა და ქარგავდა, მაგრამ ამ სფეროში საკუთარი თავი რამდენიმე წელია, რაც საბოლოოდ იპოვა, აქტიურად მუშაობს და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელიც შეიძინა.

-როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა ხელოვნებასთან?

– ხელსაქმე ბავშვობიდან მიტაცებდა, თუმცა ლენტებით ქარგვა 5 წელი დავიწყე. პირველი ნამუშევარი „იასამანი“ იყო, რომელიც ძალიან მიყვარს.

-კონკრეტულად რა ხაზს მიჰყვებით ?

-ვქარგავ სურათებს, ჩემი შემოქმედებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა კი იასამნებზეა. ხშირად მეუბნებიან, რომ ის ნამდვილს ჰგავს. ეს ძალიან მახარებს, რადგან თითოეულ მათგანში მთელ ჩემს სულსა და გულს ვდებ.

-რომელ სამუშაო მასალას ანიჭებთ უპირატესობას ?

-ძირითადი სამუშაო მასალა, რასაც ამ ეტაპისთვის ვიყენებ, არის ატლასის ლენტები და შუშის ქვები.

-თუ გაგიყიდიათ ან გაგიჩუქებიათ საკუთარი ნამუშევარი ?

-გაყიდვით გამიყიდია, თუმცა ძნელად ვიმეტებ ნაქარგებს საჩუქრად. თუ მაინც ვუსახსოვრე ვინმეს, ესე იგი ის ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნამუშევრებს ვიმეტებ მხოლოდ მათთვის, ვინც ძალიან მიყვარს.

-როგორ ფიქრობთ, რა არის ხელოვნება, რა თილისმა აქვს ისეთი, რომ ნებისმიერ ეტაპზე საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ?

-ხელოვნება ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატულებაა, რომელსაც მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, შექმნილია ავტორის, ხელოვანის მიერ.

-გეგმებზე რას გვეტყვით ?

-ძალიან მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო. როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და პანდემია დასრულდება, აუცილებლად გამოფენასაც დავგეგმავ.

  • No Comments
  • მაისი 11, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *