19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
აფხაზეთიდან გადმოსვენებულების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
By

აფხაზეთიდან გადმოსვენებულების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

რუსეთ-საქართველოს ომის აფხაზეთის მონაკვეთში დაღუპული, აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
დღეს 17 სამხედროს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო ოთხს, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.
ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.

  • No Comments
  • დეკემბერი 7, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *