აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების  რეისებს ამატებს
By

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების  რეისებს ამატებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით, მატარებლების რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი ასეთია:

8, 9, 10, 11, 13, 14 აპრილი – თბილისი – ბათუმი: გასვლა:10:10, ჩასვლა: 15:22;

ბათუმი – თბილისი: გასვლა: 18:30, ჩასვლა: 23:29;

8, 9, 10, 11, 13 აპრილი – თბილისი – ფოთი: გასვლა: 09:10, ჩასვლა: 14:45;

ფოთი-თბილისი: გასვლა: 17:20, ჩასვლა: 22:54.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.geაპლიკაციის საშუალებით: onelink.to„საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

 

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *