აღმოაჩინე შენი მსოფლიო – ბათუმში
By

აღმოაჩინე შენი მსოფლიო – ბათუმში

ბათუმი უკვე მეორედ  საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც 18 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ დასრულდება. ფესტივალზე 60-ზე მეტი ნაშრომია  წარმოდგენილი, მათგან გამარჯვებულებს 20 სექტემბერს დააჯილდოვებენ. ფესტივალის სლოგანია ,,გააცანი შენი ქალაქი, ქვეყანა, კულტურა და ბრენდი საერთაშორისო აუდიტორიას’’ და ,,აღმოაჩინე შენი მსოფლიო ბათუმში’’.

პროექტის მიზანი საქართველოში ტურიზმის მრავალფეროვანი მიმართულებების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ტურიზმის აქტიური პოპულარიზაციაა.  ეს არის უპრეცედენტო და ინოვაციური პროექტი, რომელიც 2023 წელს პირველად დაარსდა საქართველოს პარლამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შესაბამისად, ღონისძიება ჩატარდება წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, სეზონურობის და ადგილობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ფესტივალი აჭარის ხელოვნების მუზეუმში იმართება, დასწრება თავისუფალია.

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *