აშშ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას მკვეთრად ამცირებს
By

აშშ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას მკვეთრად ამცირებს

აშშ მომავალ წელს ქვეყანაში დაშვებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას 125 ათასიდან 7 500-მდე შეამცირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი ლიმიტია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლიმიტის შემცირების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ „გადაწყვეტილება გამართლებულია ჰუმანიტარული მიზეზებით, ან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.“

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც თავშესაფრების მაძიებელთა მიღების პროგრამა შეაჩერა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *