19 C ბათუმი
Wednesday 23rd July 2025
აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის
By

აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გადის

აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „იუნესკოს“ შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დირექტორს ოდრი აზულეს აცნობა.

„იუნესკოს“ საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედის. იუნესკო განხეთქილების გამომწვევი სოციალური და კულტურული იდეების პოპულარიზაციის მიზნით მუშაობს, ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროგრამაზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა“, ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ „იუნესკოს“ შემადგენლობას ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს დატოვებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *