აშშ ნატოში 200-მდე პოზიციას შეამცირებს
By

აშშ ნატოში 200-მდე პოზიციას შეამცირებს

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საუბარია პერსონალზე, რომელიც დისლოცირებულია ნატოს სამეთაურო პუნქტებში.

წყაროს ცნობით, დაგეგმილი შემცირების შესახებ ევროპელი მოკავშირეების ნაწილი უკვე ინფორმირებულია. კონკრეტულად, პოზიციები შემცირდება ნატოს ბრიტანულ სადაზვერვო ცენტრსა და ბრიუსელში მდებარე მოკავშირეთა სპეციალური ოპერაციების სამეთაურო პუნქტში. ასევე, თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება პორტუგალიურ ცენტრში, რომელიც ზოგიერთ საზღვაო ოპერაციაზეა პასუხისმგებელი.

შემცირებების მიზეზზე „როიტერთან“ საუბარში წყარო არაფერს ამბობს. ნატოში განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარება არაორდინარულიური არ არის და ალიანსი ინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტებს აშშ-თან საერთო პოზიციაზე, რაც შეინარჩუნებს ნატოს თავდაცვისა და შეკავების მძლავრ პოტენციალს.

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *