
By
აშშ უკრაინას თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავაგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კიევის „ცის დაცვის“ შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან თავდაცვის ერთობლივი წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.