By

აჭარაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

უკვე მეოთხე დღეა, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკა „მედალფაში“ კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება. დღეს კოვიდ-19-ისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. არსებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ–19–ზე 200-მდე მოქალაქეს აუღეს ანალიზი და ყველა მათგანის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.
ექიმები გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდას კვლავ გვპირდებიან. მათი თქმით, ახლო მომავალში კიდევ 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
არსებული ინფორმაციით, რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებშია. საერთო ჯამში, აჭარის რეგიონში 4900-ზე მეტი პირია გამოკვლეული, აქედან 1200–მდე სამედიცნო სფეროს წარმომადგენელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მხოლოდ 4 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 24 საათში. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, რომელიც ამ დროისთვის 223 ადამიანს შეადგენს. გარდაცვლილია 9 პაციენტი.

  • No Comments
  • მაისი 4, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *