By
„აჭარაში ბიზნესის შესაძლებლობები და გამოწვევები“
„აჭარაში ბიზნესის შესაძლებლობები და გამოწვევები“ – ამ თემაზე გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე აჭარაში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.
მინისტრმა პანელური დისკუსიის ფორმატში, რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა და ბიზნესსუბიექტებს ეკონომიკური გუნდის მიერ შემუშავებული რეგიონის განვითარების ხედვები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ეკონომიკისა და ტურიზმის ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და რეგიონში სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
გალერეა


