
აჭარაში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს აჭარაში, კახეთსა და სამეგრელოში, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.