19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არ ყოფილა
By

აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არ ყოფილა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო ხუთი დღეა, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის ლაბორატორიებმა 140 პირის სინჯი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია.
რეგიონში ტესტირება 5 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა, მათ შორის 1 000-მდე სამედიცინო პერსონალია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა. მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი, გარდაცვლილია 9 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 5260 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

  • No Comments
  • მაისი 5, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *