19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
აჭარაში კორონავირუსის 120 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6
By

აჭარაში კორონავირუსის 120 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

24 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 120 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 142. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 42-მა ადამიანმა. დღემდე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 64 401-ს შეადგენს. ამჟამად, კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 17 პაციენტი, რეგიონის კლინიკებში მკურნალობს – 481, კოვიდსასტუმროში – 286, ხოლო ონლაინკლინიკაში – 1063

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1910 პირი, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 692 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 310 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 10 382 – პისიარ ტესტით.

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61 %, ბოლო 14 დღის – 6.85% ხოლო 7 დღის – 6.46%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 518, აჭარაში – 120, იმერეთში – 325, ქვემო ქართლში – 92, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 190, კახეთში – 250, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 635.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *