აჭარაში მიუსაფარ ცხოველებს ვეტერინარული მანიპულაციები ჩაუტარდათ
By

აჭარაში მიუსაფარ ცხოველებს ვეტერინარული მანიპულაციები ჩაუტარდათ

1513 მიუსაფარ ცხოველს ვეტერინარული მანიპულაციები ჩაუტარდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 2 სექტემბრამდე, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 1513 ძაღლი (კახეთში – 511,აჭარაში -409, იმერეთში – 593).
ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: 1513 ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, 1485 იდენტიფიცირდა – დაითაგა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი), 1371 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, 142 კი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *