19 C ბათუმი
Thursday 10th July 2025
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს
By

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ისრაელის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა -პვპ“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *