აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
By

აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და  ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. და 1984 წელს დაბადებული მ.ა.  დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *