18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
By

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარედ, სატვირთო მანქანის ძარაზე განთავსებული იყო 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

  • No Comments
  • ივნისი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *