By
აჭარაში ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში პირველობა გაიმართა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროს ირმა ნიჟარაძესთან ერთად, ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის გამართულ აჭარის პირველობას დაესწრო.

ტურნირის მთავარი მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია და განვითარება, ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო. შეჯიბრის ფარგლებში სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს, რის შედეგადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ტურნირში წარმატებულ მონაწილეებს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.