
By
აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.