19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
აჭარაში 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
By

აჭარაში 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. აჭარის მთავრობის პრსსამსახურის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა სკოლის ეზო და ღია სპორტული მოედანი. სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დამონტაჟდა. პროექტის ღირებულება 3 მლნ-მდე ლარს შეადგენს და იგი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” განახორციელა.

აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1 თებერვლიდან ჩვენს რეგიონში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. მიმდინარეობს აქტიური მზადება. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *