აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
By

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ:

ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო ) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;

ფიზიკური პირი დ. ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) – ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;

ფიზიკური პირი დ. მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) – ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი – ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა;

შპს ,,ბაკური“ (მის: ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) – ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;

ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) – ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

ინდმეწარმე  ი. კ. – (მის: ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) – საქმიანობდა  ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

ფიზიკური პირი მ. გ. – (მის: ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5) ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე  გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობა, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *