აჭარა – „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი“
By

აჭარა – „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი“

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო. მტაცებელ ფრინველთა საშემოდგომო მიგრაციაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.

ბათუმის შემოგარენი „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. შედეგად, რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამ დარგით დაინტერესებულ არაერთ მეცნიერს იზიდავს.

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *