აჭარა – ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ვიზიტიორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტიორების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო ტურისტულმა მიმართულებებმა და ქვეყნებს შორის არსებულმა პირდაპირმა ფრენებმა მიიპყრო.

Hungexpo 2026-ს ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილობრივი მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.