აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე
By

აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარა დიდ ბრიტანეთში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, „Global Birdfair 2025“-ის ფარგლებში, ვიზიტიორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების შესახებ.

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. რეგიონი მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ,,რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები Global Birdfair 2025-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად წარადგინა. ბრიტანეთის გამოფენა Global Birdfair 2025 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ორნითოლოგები და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები იკრიბებიან, ეცნობიან რეგიონისთვის დამახასიათებელ ენდემური სახეობის ფრინველებს, მათი მიგრაციის მარშრუტებს და მტაცებელი ფრინველების მიგრაციის გათვალისწინებით გეგმავენ სამომავლო მოგზაურობის ადგილებს“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *