By
აჭარის განათლების მინისტრი – მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე თათია გორგილაძესთან ერთად, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრებისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სასკოლო რეფორმის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. მან საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და უკვე მიმდინარე პროექტები, რომლებიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
გალერეა

