By
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი დირექტორი ლაშა მიქელაძე გახდა. ის ამ პოზიციაზე ოფიციალურად დაინიშნა და უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
ლაშა მიქელაძე 2022 წლიდან ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სადაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტი, განახლდა ბულვარის ინფრასტრუქტურის ნაწილი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობას.
ლაშა მიქელაძეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მენეჯერული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.