აჭარის ნაკრების წარმატებული გამოსვლა
By

აჭარის ნაკრების წარმატებული გამოსვლა

კურორტი „გოდერძი“ სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის რეგიონალურ ეტაპს მესამედ მასპინძლობდა. ასპარეზობა ორ დისციპლინაში – სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდა და მასში აჭარის ნაკრების 24 წევრთან ერთად, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ.

აჭარის ნაკრებმა ორივე დისციპლინაში ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, რომლებიც მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ბაკურიანში გააგრძელებენ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, კურორტ ,,გოდერძის“ დირექტორმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

  • No Comments
  • თებერვალი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *