
By
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ნარკორეალიზატორი დააკავა
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, ნ.ჯ. ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. ფაქტების მოსაპოვებლად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.