აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის პროგრამები ხელვაჩაურსა და ქედაში წარადგინა
By

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის პროგრამები ხელვაჩაურსა და ქედაში წარადგინა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დენის სალუქვაძემ ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ადგილზე მოისმინა მათი საჭიროებები და არსებული გამოწვევები.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაგეგმილია 2 500 პროექტის დაფინანსება, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტით, არანაკლებ 7 პროექტი განხორციელდება.
შეხვედრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *