By
აჭარის ტურისტული პოტენციალს ნიუ-იორკში გაეცნენ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ნიუ-იორკში, სამოგზაურო მედიაფორუმში International Media Marketplace IMM North America 2026 მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში, უწყების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, შეხვდნენ მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრების მიზანი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით, ერთობლივი მედიატურების ორგანიზება და საერთაშორისო მედიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა იყო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფორუმზე, რომელშიც 1000-ზე მეტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი და ბლოგერი მონაწილეობდა,
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა საქართველოს პოპულარიზაციას.
გალერეა

