
By
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს სეულში გაეცნენ
წელს პირველად, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „SITF 2025“ გაეცნენ. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარადგინა.
სამხრეთ კორეაში გამართულ ტურისტულ გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტიორი ესწრებოდა. მასზე 70-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.