19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვს დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
By

აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვს დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა, უფლებამოსილება შეუწყდათ სამი პოლიტიკური გაერთიანებიდან უმაღლესი საბჭოს შემდეგ წევრებს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს („ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”), გენადი თებიძესა („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) და მირდატ ქამადაძეს („კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“).

განხილვის პროცედურების დაწყებამდე მათ განცხადებებით მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს.

შესაბამისი დადგენილებების პროექტები, პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *